inglish language translate

перевести на русском языке

Powered By Blogger

Tuesday, September 27, 2011

მცხეთა-მთიანეთი(მთის ხალხი)

მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-MM. მცხეთა-მთიანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ახალგორის მუნიციპალიტეტი;
დუშეთის მუნიციპალიტეტი;
თიანეთის მუნიციპალიტეტი;
მცხეთის მუნიციპალიტეტი;
სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი.სექციების სია [დამალვა]
1 ზოგადი ცნობები
2 ადგილობრივი მმართველობა
3 ეკონომიკა
4 ღირშესანიშნაობები
5 ისტორია
6 რესურსები ინტერნეტში
მხარის ფართობი შეადგენს 6785 კვ.კმ-ს, მოსახლეობა – 125 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 18 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:ქალაქი – 2: მცხეთა, დუშეთი;
დაბა – 7: ზაჰესი, ახალგორი, ჟინვალი, ფასანაური, თიანეთი, სიონი, სტეფანწმინდა;
სოფელი – 582.
ეთნიკური შემადგენლობა - ქართველები, ოსები, ასურელები, სომხები, რუსები.
ეს არის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მცხეთა-მთიანეთზეე...................
ეს არის უფრო დაახლოებული რუკა მცხეთა-მთიანეთის.....
გუდამაყარი!
ისტორია

საიდან წარმოდგება სიტყვა „გუდამაყარი“?

იგი ორი ფუძისაგან შედგება: - გუდა და მაყარი.

გუდა მზადდება ხბოს ან თხის ტყავისაგან, იყენებენ უმთავრესად, მწყემსები საგზლისათვის. რთული სიტყვის მეორე ნაწილია „მაყარი“, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნეფის მაყრებს ვაჟის მაყრებს ეძახიან, პატარძლისას კი - ქალის მაყრებს.

წინათ ქორწილში ცხენებით დადიოდნენ.ერთ-ერთ ქორწილში ვიღაც მაყარი უცხენოდ აღმოჩნდა. ცხენებს ხურჯინები არ ჰქონიათ. მაყრიონის საპატივცემულო პურ-ღვინო, გუდაში ჩაალაგეს და ქვეითად მოსიარულე მაყარს ზურგზე აჰკიდეს. მაყარი ძალიან დაღლილა, ხეთა ჩრდილში ჩამოჯდა და კიდეც მიეძინა. მაყრიონმა მოიკითხა სასმელ-საჭმელი, ხატის გადიდებაც წესი იყო და დაუწყეს გუდიან მაყარს ძებნა. არავინ იცის, იპოვეს თუ არა, მაგრამ სიტყვა „გუდამაყარი“ კი აქედან წარმოდგება, „გუდიან მაყარს“ ნიშნავს.

 პოლკოვნიკ ივანე ჩოხელის მოგონებებიდან....
 არსებობს მეორე ვერსიაც.

შემოსევების დროს მესხეთიდან ხატი წამოაბრძანეს გუდით, თან გამოჰყვა მრევლიც. „სად დავმალოთ?“ იყო ფიქრი. ყველაზე მიუვალ ადგილად ახლანდელი გუდამაყარი ჩათვალეს. ეს გამხდარა მიზეზი ამ სახელის დარქმევისა.

მთქმელი მარიამ წიკლაური

არსებობს ასეთი ლეგენდა თეთრი და შავი არაგვის შესახებ.ოდესღაც კავკასიონის უმაღლეს მთაზე ცხოვრობდა ორი ულამაზესი და, ერთი - ქერა, მეორე - შავგვრემანი. დებს საბედისწეროდ ერთი უფლისწული შეუყვარდათ, რომელმაც არჩევანი ქერა დაზე შეაჩერა.ეს რომ გაიგო შავგვრემანმა, დაჯდა უფსკრულის პირას, იტირა - იტირა და მისი ცრემლების ნაგუბარზე წარმოიშვა მდინარე - შავი არაგვი, შემდეგ თვითონას უფსკრულში გადაეშვა. როდესაც მეორე დამ შეიტყო საყვარელი დის დაღუპვის ამბავი, თვითონაც მოპირდაპირე მხარეს დაჯდა, იტირა - იტირა და მისი ცრემლების ნაკადიდან წარმოიშვა მდინარე - თეთრი არაგვი. ქერა დამაც მდინარეში ჩაიქცია თავი.დებს იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, რომ უერთმანეთოდ ვერ გაძლეს და ორი არაგვიც ფასანაურთან ერთმანეთს უერთდება. ორ არაგვს შორის გაწოლილი მთა უფლისწულიაო ამბობს ლეგენდა.



ჩაწერა XII კლასის მოსწავლემ ირაკლი ჩოხელმა.


უკანახო


უკანახო!
როგორც მოგეხსენებათ ეს მხარე არის უკანახო სადაც ჩემი წინაპრები იყვნენ წინათ! დიდებული ადგილია უკანახო, მიყვარს ეს ნაკურთხი ადგილი როგორც ბარელ ხევსურს ენატრება ამ კუთხის ნახვა მეც მისი მოზიარე ვარ მასავით მინდა დავაბიჯო ჩემს სამშობლოში და მივიდე სალოცავთან დავემხო მიწაზეე და ვადიდო უფალი ჩავეხუტოო ჩემს მიწას ცვრიან ბალახს ვიგრძნო მისი სურნელი სამოთხეა ჩემთვის ეს ყოველივე ხოლო რაც შეხება ისტორიულ ცნობებს ამ მხარის შესახებ არ ვერ ვიპოვე მაგრამ მომავალში გპირდებით რომ აუცილებლად ვიპოვი უკანახოს შესახებ ინფორმაციას. ხოლო რაც შეეხება ამ ვიდეოს ეს არის უკანახო თუ არ ვცდები აქ არის ხევისბერი ჩამოსული გუდამაყრიდან და წირავენ პუძის ანგელოზს შესაწირს როგორ დიდებულად ილოცება ხევისბერი ნახეთ ვიდეო........  
ბარელი ხევსურის ნატვრა(ლადო ჭინჭარაულს)
 
"კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს."

ლადო ჭინჭარაული (ხირჩლათ ლადო) 
ბარში ჩამასულ ხევსური,
ხშირად ვინატრი მთასაო,
ღმერთო ერთხელაც მაღირსე
უკანახოის ნახვაო.
აბაი, დამსვა ტაბლასთან
და ლუდ შამასვა სვიანი,
ჭიუხებ მამახილინა,
მთა-გორებ ჩანჩქერიანი.
ღამე მაფხიზლა ბანზედა
სწორმფერის ლოდინშიაო,
დილამდე მათენებინა
ალერსით გამაგიჟაო.
ახ, ახლა ხევსურეთს დამსვა,
ძმადნაფიც მომცა გვერდშია,
ავუყვებოდი ფერდობებს,
ვინადირებდი მთებშია.
ჟიპიტაურით ვიტყოდი,
წყალობა გვქონდეს ღვთისაო,
არ დაგვევიწყოს არასდროს,
ჩვენი სამშობლო მიწაო.
გუდანის ჯვარი მალოცა
ათენგენაის მადლითა,
ხევსური ვაჟი ბარში ორ,
და მთა კი მიხმობს მაღლითა.
საინტერესო ცნობები:

ხევსურეთის სოფლები  
1 ამღა 37 ლებაისკარი   
2 .ბაბუხნა 38.მისახი
 3 .კუშო 39.მოწმაო
 4.არდოტი 40.მუცო
 5.ართხმო 41.ორბეულთა
 6.არჭილო 42.ოხერხევი
 7.ატაბე 43.როშკა
 8.აჭე 44.საბერწე
 9.აჭეხა 45.სახილე
 10.ახიელი 46.უკანახო
 11.ახოთგორი 47.უსტამალაე
 12.აყნელი 48.ფაფარენა
 13.ბაცალიგო 49.ქმოსტი
 14.ბაკურხევი 50.ქობულო
 15.ბარისახო.51 ღელე
 16.ბახაო 52.ღელისვაკე
 17.ბისო 53.ღული
 18.ბლო 54.შატილი
 19.ბოგჩვილო 55.ჩირდილი
 20.ბუჩუკურთა 56.ჩხუბა
 21.გიორწმინდა 57.ძეძეურთა
 22.გორშეღმი 58.ინხადუ
 23.გუდანი 59.ჭალის სოფელი
 24.გურო 60.ჭეჭყეთი
 25.გველეთი 61.ჭიე
 26.დათვისი 62.ჭიმღა
 27.ესაჩუ 63.ჭორმეშავი
 28.ზეისტეჩო 64.ხადუ
 29.იღლიე 65.ხახაბო
 30.კალოთანა 66.ხახმატი
 31.კარწეულთა 67.ხიტალე
 32.კიმხა 68.ხონე
 33.კეო 69.ხონისჭალა
 34.კისტანი 70.ხორიელი
 35.კვირიწმინდა 71.ხორნაულთა
 36.კორშა 72.ჯუთა 
ეს ხევსურების საპატივცემულოდ!!!

მთის შეუდარელი ლექსები

            ულამაზესი ლექსებიიი!!!            
        მოგეწონათ ხო? ამის მოსმენის დროს ტანში ჟრუანტელი მივლის.მართალია თემას გადაუხვიე მაგრამ, ახლა მოისმინეთ სხვა ლექსები რომელიც არ ეხება მთას მაგრამ ძალიან ლამაზი ლექსებიაააა.... დატკბით!

ახლა წარმოგიდგენთ ლექს სიყვარულზე ჩემი საყვარელი ლექსიააა ასევე ძალიან მიყვარს როდესაც კითხულობს გურამ საღარაძე მოგეხსენებათ ეს ლექსი არ არის ქართული.ამ ლექს ვუძღვნიიი ერთ ადამიანს....................................... :)
  მიყვარხარ!!!  
         ეს შეგიქმენით ცოტა სიყვარულის განწყობაეს ლექსიც ძალიან მიყვარს და კარგადაც ასრულებს!
     ყივჩაღის პაემანი!!!

Sunday, September 25, 2011

გუდამაყრის ისტორიულ-გეოგრაფიული ფაქტები

გუდამაყრის რუკა
                                                        გუდამაყარი აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით - ხევი, აღმოსავლეთით - ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით ხანდო და ჭართალი.  
გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი, გუდამაყრელებს იხსენიებს ლეონტი მროველი (XI ს.) ქართლის გაქრისტიანების ისტორიასთან (IV ს.) დაკავშირებით - ქართველთა განმანათლებელი ნინო სხვა მთიელებთან ერთად წობენში მათ ქრისტიანობას უქადაგებდა. გუდამაყარიდანაა ცნობილი მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი. იგი თავის არაერთ ნაწარმოებში იხსენიებს მშობლიურ მხარეს. გუდამაყარში მეურნეობის წამყვანი დარგი იმთავითვე იყო მეცხოველეობა. გუდამაყრის მხარის ისტორიულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრინდელი ფეოდალური ხანის მახვილის ციხე, რომელიც ბაკურხევის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს, მახვილივით აზიდულ მთაზე, და პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია სოფ. ჩოხში. გუდამაყრის ხეობაზე გადიოდა საქართველოს თანამედროვე სამხედრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც არაგვის ხეობას ხევთან აკავშირებდა. ფეოდალურ ხანაში გუდამაყარი არაგვის სათავეში შედიოდა. XIX საუკუნეში იგი დუშეთის მაზრის შემადგენლობაში იყო. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გუდამაყრის ტერიტორია შედის მცხეთა–მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში, გუდამაყრის საკრებულოში. 
VII – IX სს წერილობითი წყაროების ანალიზის შედეგად ჩვენთვის საინტერესო ტერიტორიული ერთეული გუდამაყრის ხეობაა, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი კუთხის სახით ლოკალიზდება შავი არაგვის ხეობაში. 
ხეობა სიგრძით 25 კმ-ს აღწევს, ხოლო სიგანე 1-2 კმ-ია, დედაქალაქიდან მანძილი საავტომოვილო გზით დაახლოებით 90 კმ-ია, ხოლო დუშეთის რაიონული ცენტრიდან 40 კმ-ი.
გუდამაყრის არაგვი, შავი არაგვი (მდინარის ფერს სათავეში არსებული მთის ქანები განსაზღვრავს), კავკვსიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე მოედინება, სათავეს იღებს მთა ჭიუხის დასავლეთ კალთაზე ზ.დ. 2940მ. დაბა ფასანაურში მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს. სიგრძე 30 კმ. აუზის ფართი 240 კმ. მთავარი შენაკადია ბაკურხევი. სააზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლებით.
გუდამაყრის ქედი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ შტოქედია. მთავარ ქედს გამოეყოფა მწვერვალი ჩრდილო ჭიუხთან და გრელდება დაბა ჟინვალამდე. სიგრძე დაახლოებით 40 კმ. გუდამაყრის ქედზეა მწვერვალი: ლუთხუბი (5787 მ), აღმოსავლეთის ჭიუხი (3644 მ), საჩალის მთა (2910 მ), სალაღოს მთა (2601 მ), სამღთო მაღალის მთა (2345 მ), საირმის წვერი (2278 მ), ხორხის ხმალა (2141 მ) და უღელტეხილები: ფხიტური (2653 მ), უკანატბა (2334 მ) და სხვა.
გუდამაყრის უღელტეხილი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ჭიუხისა და სადუციას მთებს შორის, მდინარეების სნოსწყალისა (თურგის შენაკადი) და გუდამაყრის არაგვის წყალგამყოფზეა. ამ უღელტეხილზე გადმოდის ბილიკი სოფ კარკუჩადან სოფ. ბურსაჭირში. არის კიდევ ოზანოს გადასასვლელი, რომელიც სოფლებს ბოსელს, ათნოხს, დუმაცხოს და ჩოხს მოკლე გზით აკავშირებს მთიულეთის სოფლებთან (გოგნაურები, ჩირიკი, კობანი, გვიდაქე).
შავი არაგვი გუდამაყრის ხეობის დასახლებას ორ ნაწილად ყოფს. მდინარის მარცხენა მხარეს განლაგებულია სოფლები: ბურსაჭირი, ჩოხი, ჩობალაურები, ხოზა, ცუცქუნაურნი, კოტორიანი, ზანდუკი, თორელაანი, მაქართა, ლუთხუბი, დიხჩო, ტყემლიანი. ხოლო მარჯვენა მხარეს: ბურსაჭირი, დუმაცხო, ბოსელი, ათნოხი, გამსი, დიდებაანი, კიტოხი, მაქართა, წინამხარი, ბახანი.
გუდამაყარში ძირითადად გავრცელებული გვარებია: ბექაური, ჩოხელი, წიკლაური და აფციაური
გუდამაყარი დაახლოებით ზღვის დონიდან 1500 მ-ეა, რელიეფი ძირითადად მთა-გორიანია. მდინარე არაგვი ქმნის ჭალას.ჰავა ტიპიურ კონტინენტურია. ზამთრის და ზაფხულის ტემპერატურას შორის დიდი ამპლიტუდაა. ხასიათდება ხანგრძლივ ზამთრიანობით და გრილზაფხულიანობით.
ალელურ ზონაში შეხვდებით ჯიხვს და არჩვს. ფრინველთაგან ამ ზონისთვის დამახასეათებელია შურთხი, მთის არწივი. ტყის ზონაში ბინადრობს დათვი, მგელი, კურდღელი.

ლექსების მოკლე ჩანახატი გუდამაყარზე და სხვაა!

                        გუდამაყარი                         
რა ლამაზი ხარ მთის გულო,გუდამაყარო ტიალო,
მაღლითკე ნისლში აწვდილო,მთებიანო და ტყიანო
დილით ნამიან ბალახო,სიცივე ბარაქიანო
ამღერებულო არაგვო,ქვებიანო და კლდიანო.
ზემოთ არწივი ნავარდობს,ხევ-ხუვებს გაივლიანო
გადაჩრდილავენ მიდამოს,ბოდიშსაც არ იხდიანო.
მაღლა ცხვარ ძროხა შეფენილთ ქვებსაც კი ჩამაჰყრიანო,
დედა დასტირის თავის შვილს ქვები გულ-მკერდზე რბიანო!!!


                                                                 ავტორი:თორღვა ბექაური                                                                           შთამომავლობა!                                                               თუ კი არა ვარ მთის კალთის შვილი,
ქარაფზე არ ხტის ჩემი ლაბადა,
მაშ სულში როგორ ამღერდა ქნარი
როგორ აყვავდა არაგვზედ დეკა.
ალბათ სურვილმა გრძნობის მორევში,
რომ გახვეულა მაღლა მთაზედა
სულ ზევით ზევით ასწვდა ცის კიდეს
და დააკვნესა ჩანგი ტანზედა
მთებში არა სჩანს ჩემი ნაბიჯი
უფალმა მომცა ამის უფლება,
გაჰკივის გონი, მისწვდეს იქნება
და გააგონოს ჩემი ვედრება.
და მე არა ვარ მთის კალთის შვილი 
იქნებ სურვილი ისმინოს ღმერთმა?
დააბიჯებენ ლოცავენ ჯვრისას
ნაღდი შვილები ტკეპნიან მიწას. 

                             ავტორი: მადონა ხაჩიძე
ფანდური 
 მთას მთურად უხსნის გაგონილს,
ცაც არწივს არსად არ უშვებს
არც ქალის ნაწნავს დასტოვებს,
არც არაგვს არ დაადუმებს.
იმღერე მოდი იმღერე
ლექსებად თქმული წადილი
იქნება სხვებმაც გაიგონ
და მოიშორონ ქადილი.
მაგრამ ჩამაიჰკარ, ჩამაიჰკარ,
გულის სიმებიც აშალე
არ დაიშურო სიტყვები
დარდი სულ სხვაგან გაშალე.

                       ავტორი:მადონა ხაჩიძე 
გუდამაყარიგადაუქროლა მაყრიონმა არაგვის ჭალებს

მიწყდა სიმღერა,გზაზე მხოლოდ ნამქერი წივის...

და მაგონდება ამ ჭალების ქარბუქში მწარედ

გუდამაყარი... შემოდგომა ....შენი ქორწილი

ჩემო ლამაზო,ნეტავ ახლა მაინც სადა ხარ?

ვისი ერდოდან ამოაფრენ ამაყ არწივებს?-

ასი წლის შემდეგ დამიბრუნებს შენი დანახვა

ჩემი ბავშვობის სიყვარულსა და სიყმაწვილეს.

მე ისევ გსახავ გაზაფხულის პირიმზესავით

არ მავიწყდება მაყრიონის ცხენთა ჭენება,-

ზათქით,ზრიალით მოვარდება მთებიდან ზვავი

და ბურსაჭირის ვიწროებში ჩაიჭედება.

შენ კი სადა ხარ? შენზე პიქრობს შენი მაყარი,

შენმა მაყარმაც შეიყვარა გუდამაყარი.
 

                                      ავტორი: ალექსანდრე გომიაშვილი  
არაგვზე
ძუძუს მიგიგენ, არაგვო,

მახელებ თეთრით, შავითა,

გზა სამეუფოდ” მოუდის

შუაში ლუკას ფშავისა.

სამთა არაგვთა ძმობა სთქვეს,

მათ სამობისა სადარი,

მომეც, ადგილის დედაო,

ლექსი ამ მიწის საკადრი.

მომაწოვინე მიწის რძე,

გადამიხსენი ძარღვიო,

ლექსის გამხადე ძუძუმტე,

დამნათლე სიტყვის მადლიო.

მიმაახლოვე ნატერფალს,

ზედამც შევახო ტუჩიო,

გუდამაყრისკენ ავრეკო

სიტყვები ჩემი ურჩიო,

მთისა ძუძუი ვაწოვო,

რძე დავადინო კერტსაო,

ამ ჩემი მთიელობისთვის

მადლს ვწირავ მაღალ ღმერთსაო.

გუდამაყრელო
მთაში არწივი ნავარდობს
ცაში ღრუბელნი ჰფენია
ჩანჩქერთა კლდე-ჭიუხებში და
ესოდენ მოულხენია

არაგვო შენსა კალთებსა
კლდენი ლოდები ჰფენია
ამაყო გუდამაყრელო და
რადა რად მოგიწყენია

რად ჩამახველ ბარადა
მთაში სუნთქვაა შენია
ვადაჯვრიანი მახვილი და
ომში არ მოგიწყენია

საქმენი სავაჟკაცონი
მთას მოუთმნლად გელიან
უნდა დასტოვო სიცოხლე და
მოგიხმობს არაგველია

სამასმეერთე იქნები
პირზე ღიმილის მფენია
მამულს ანაცვლო სიცოცხლე და
ჩვეულებაა შენია

იას საფლავზე ნაზარდსა
ცრემლი ცვარ-ნამად სდენია
დაგიტირებენ სწორები და
არწივი ანაფრენია

ამაყო გუდამაყრელო და
                                რადა რად მოგიწყენია!                                                                                          
 
       ავტორი:დეკანოზი მამა თავმასი (ჩოხელი)
ეს არის ჩემი საყვარელი ვიდეოოო ამ მთების შვილი ვარ...                                                                   გუდამაყარი(მთის ხმაზე)
მოთოვდა იქათ...
ამბობს ბაბო და დამშრალ თოლებს,
მალ-მალე იწმენდს,
ამინდს უდის თოვლის სურნელი,
ფიფქებმა, ალბათ ცირასები სულ თეთრად მორთეს,
საჯიხვეს ისევ მხრებით დააქვს ნისლის სურები.
დათვივით ლოკენ ცერა თათზე შემომჯდარ ზამთარს,
ბარისკენ ცქერით დამღაულნი დგანან ქოხები,
ქვენამთა თვეებს ფერდობებზე ნიავით ართავს,
შავი არაგვი თეთრს მოხელავს მაინც მოხელვით.
ძნელია, გულზე აჩენილი დარდი აჰყარო
მთას, მარტოობას რომ ავედრებს ჩოხის პირიმზეს,
მოხუცს თუ მოჰგავს ახლა ჩემი გუდამაყარი,
კერის პირას რომ ჩამოჯდება საღამოს პირზე.
კიდევ შემოგთავაზებთ ბევრ ლექსს თუ რა თქმა უნდა გესიამოვნებათ!!! 

Thursday, September 22, 2011

ანსამბლი "ფხიურები"


გოდერძი ჩოხელი

გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია ''ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია, ხოლო 1980 წლიდან კინომატოგრაფისტთა კავშირის წევრი. 1997 წლიდან იბეჭდება მისი მოთხრობები ჟურნალ-გაზეთებში.

1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი ''წერილი ნაძვებს". წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ''ბინდისფერი სოფელი", ''თევზის წერილები", ''შემინახე,დედაო მიწავ!", ''სულეთის კიდობანი", ''არჩევნები სასაფლაოზე". ლექსების კრებული ''ბედი მდევარი", მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე ''შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: ''მგელი", და ''მღდვლის ცოდვა".
გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ''ნამეხარი მუხა", ''ადგილის დედა", 1982 წელს გერმანიაში ქ.ობერჰაუზენში,მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.
1980 წელს გადაიღო ''ბაკურხეველი ხევსური".
1981 წელს - ''აღდგომა".
1984 წელს - ''ადამიანთა სევდა".
1986 წელს - ''წერილი ნაძვებს".
1988 წერს - ''უცხო".
1989 წელს - ''თეთრი ალამი".
1990 წელს - ''ცოდვის შვილები". ფილმს მიღებული აქვს პრიზები:
1990 წელს მონტე-კარლოში კინოფესტივალზე მიიღო 2 პრიზი, ვერცხლის ნიმფა და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი.
1992 წელს იაპონიაში ქ. ხიროსიმაში ჟიურის სპეციალური პრიზი.
1992 წელს მიიღო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმწიფო პრემია თბილსში გამართულ კინოფესტივალზე, სახელწოდებით„ოქროს არწივი",საუკეთესო სცენარისათვის ჟიურის სპეციალური პრიზი.
1997 წელს გამოვიდა „სამოთხის გვრიტები".
1998 წელს- „ლუკას სახარება". ფილმმა კინოშოკზე მიიღო პრიზი საუკეთესო სცენარისათვის.
1999 წელს მართლმადიდებელ კინოფესტივალზე რუსეთის პატრიარქის ალექსეი მეორის მიერ დაწესებული პრიზი.
1999 წელს გადაიღო „მიჯაჭვული რაინდები", რომელიც ორი პრიზით დაჯილდოვდა, ერთი საუკეთესო პროდიუსერისათვის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის .
2003 წელს კი ბოლო ნამუშევარია ფილმი „სიყვარულის ცეცხლი".
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა 2007 წელს, დასაფლავებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში...

                           
--------------------------------------------------------------------------------------------------------------





ამ ვიდეოში არის წარმოდგენილი გოდერძი ჩოხელის მამა! რომელიც ყვება თავის შვილზე!.....................                                                                                                                                                          ციტატა
1) მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.

2) ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.
3) სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა...


4) სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს.


5) სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.


6) თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა.


7) ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია, იმწუთშივე წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს გამოგიძებნი...


8) კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის - ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ,რამდენიც გენებოს, იტრიალე!


9) ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო,თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.


10) დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის.


11) დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს.

გოდერძი ჩოხელი მუდამ იქნება ჩვენ გულებში ეს მისი სურათებიიი.............

                                                                 

ლექსებით აგიხსნი სიყვარულს!

გუდამაყრელნი (გოდერძი ჩოხელს)
მთები ამღერდნენ, როგორც მაყრები,
მიაგელვებენ მხედრები რაშებს.
ერთად იბრძვიან გუდამაყრელნი,
შუაზე ჰკვეთენ ხმლით ყიზილბაშებს.
მთებიც ამღერდნენ, როგორც მაყრები,
ცაზე ცისკარი ვხედავ, ინთება.
მღერის მინდია-გუდამაყრელი,
მამულს სიცოცხლე! გმირებს დიდება!


                                 ავტორი: ოთარ რურუა  

                                      
                                                 (უსათაურო) 
ერთმა ბიჭმა ნაბდიანმა
ჩვენს ეზოზე გადიარა,
ისე კოხტად აბიჯებდა,
გული დამიდარდიანა.
ნეტაი გულის ფიქრები
თვალითაც ინახვებოდეს
ბიჭო მე შენ რომ მიყვარხარ
შენც ეგრე გეყვარებოდე.
ნეტაი ჩიტად მაქცია,
ნეტა ვიცოდე ფრენაო.
მოვფრინდებოდი შენთანა
ომიციში დიზენაო
ვიცი რომ შევარდენი ხარ
მაგრამ რომელი ფუთისა
ნეტა რა დედამ გაგზარდა
ეგრე ფოლადის გულისა.
ქალაუ შენი სურვილი
არა გვანილა სხვისასა,
ანთებულ ცეცხლსა გამსგავსებ
გაელვებასა მზისასა.



მერაბ არაბული
დედი
                                                 დედი,
სახვალიოდ საგძალ გამიმზადე,
უნდა გადავიარ
ჭაუხ ნისლიანი.
კაი,
რაად სდარდობ,
აღარც ბალღი ვარ და
თოვლიც ცოტაღაა,
შავი და ჭიანი.
დედი,
გახსოვს ალბათ,
ეს რომ გითხარი და
დილას ნაბილიკარს,
ავჰყევ დეკიანის.
მაინც არ იშლიდი,
მაინც ჩამაცმიე,
პაპის ქალბანნი და
პერანგ ჯვრებიანი.
დედი, გეფიცები,
ხარჯიხვ დავთოფე და
მერე გადმაფრენილ,
ქარაფს დავეკიდე.
დედი მაპატიე,
სანამ დავენარცხე,
შენზე ვფიქრობდი და
ალბათ სხვებზეც კიდევ.
დედი,
მე მოვკვდი და
ესეც მაპატიე,
იცი?!
იმ ხარჯიხვსაც,
შუნი დასტიროდა.
ახლა,
ალბათ მამაც,
ჭიქას აიღებს და
ჩემი მასპინძლობით
იტყვის უდროოთას.
დედი,
ჩემ საფლავზე,
იმ შენ იასამნებს,
უდგათ პერიოდი,
ლურჯად შეფერების...
იცი?!
ყოველღამე შენთან მოვდივარ და
შენ თმაში ჭაღარებს,
ჩუმად ვეფერები...
 



               გიო არაბული  ჩემი ფიქრი  
ჩემი ფიქრი გაგიშალე ბილიკად,
გამოვცალე სიყვარულის ბოთლები,
შენ გიძღვენი ატმისფერი ლირიკა,
შენ გიძღვენი შემოდგომის ფოთლები.

ჩემი ფიქრი გამოვკიდე აივნად,
გამოვფინე კვამლი მწარე ნაფაზით,
ეს ლექსები მარცვალ-მარცვალ დაიბნა,
                        შენი გულის მოკრიალე რაფაზე.                                ჩემი ფიქრი შენს სილუეტს ირეკლავს,
ნაფანქრალი სტრიქონებით ვლოთდები,
შენ გიძღვენი სიყვარულის ლირიკა,
შემოდგომის მოშრიალე ფოთლები



გიო არაბული


”ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”
”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”
”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით.”
”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა... თავ დახარა,
”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა...”
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და...)
”... რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და...” -
შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,...
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.

გელა დაიაური


გადაგორება უშენოდ მარტის,
არც თბილი წვიმა, არც შებრალება,
მოგონებები და შენი ლანდი
გამოიტირეს ჩემმა თვალებმა.
დუმილის ცივი ყანწი გამოვსვი,
სადღაც მირბიან მწვანე დღეები,
და საპატარძლოს თეთრი სამოსით
შემომეგება ტყემლის ხეები
როგორ ძნელია, ხომ იცის ღმერთმა,
გადაგორება უშენოდ მარტის,
დასაწერელი ლექსების ვერ თქმა,
                   გაუმხელელი გრძნობების დარდი     
       
                 

300 არაგველი

სამასი არაგველი

სამასი არაგველი გმირულად დაეცა კრწანისის ბრძოლაში, როდესაც ერთმანეთს ქართველებისა და სპარსელების ლაშქარი დაუპირისპირდა.
კრწანისის ველზე განცდილი მარცხი სევდაა, რომელიც დღემდე მოჰყვება ქართველსა და საქართველოს. მარცხი, რომელიც ბევრჯერ განგვიცდია, მაგრამ ასე მძაფრად წარმოჩენილი ერთის მხრივ ერთგულება და მეორეს მხრივ ღალატი, ერთის მხრივ უხეირობა და მეორეს მხრივ სიმამაცე, ერთის მხრივ თავგანწირვა და მეორეს მხრივ გულგრილობა არც ერთ ბრძოლაში არ ყოფილა. ქართლ–კახეთს წარმოუდგენელი საფრთხე ემუქრებოდა და საუფლისწულოებად დაყოფილი ქვეყანა დათითოკაცებული, საკუთარ სახლ–კარში გამოკეტილი ელოდებოდა საზარელ ფინალს.
35 ათასიანი ლაშქრით მოდიოდა თბილისისაკენ აღა–მაჰმად–ხან ყაჯარი. ქართლ–კახეთის მეფე ერეკლემ II-მ კი მხოლოდ 5 ათასი კაცის შეგროვება შეძლო. 1795 წლის 8 სექტემბერს სოღანლუღთან დაბანაკდა მტერი. მათ რიცხვში სპარსელებთან ერთად განჯის, ყარაბაღის, ერევნისა და სხვა ხანებიც იყვნენ. ერეკლე კი რუსეთის დახმარებას ელოდა. მას ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ რუსთა ხელმწიფე პირობას შეასრულებდა, მაგრამ ამაოდ... მაინც არ გატყდა მეფე. გადაწყვიტა, ისე განელაგებინა ჯარი, რომ მტერს ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა. სარდლებმა თავდაცვითი ზღუდეებისა და პოზიციების გამაგრება ბრძანეს. მეწინავე რაზმს იოანე ბატონიშვილი ხელმძღვანელობდა. აქვე იყვნენ დავით ბატონიშვილი, იოანე მუხრანბატონი, ვახტანგ ბატონიშვილი, ოთარ ამილახვარი, ცენტრს და საერთო ფრონტს კი თავად მეფე ერეკლე სარდლობდა. 9 სექტემბერს, დილით, ირანელთა ავანგარდი ორჯერ გადავიდა იერიშზე. ქართველთა მეწინავე რაზმმა ორჯერვე ახლოს მიუშვა მტერი, შემდეგ კი ერთბაშად ცეცხლითა და მოულოდნელი იერიშით უკუაქცია. მეორე დღეს მტერმა კვლავ იმძლავრა და ქართველებს ტაბახმელასა და შინდისს შორის შეუტია, თუმცა სხარტი მოქმედებით ერეკლეს ლაშქარმა მაინც შეძლო მრისხანე მტრის დამარცხება. ამ ბრძოლის შემდეგ, აღა–მაჰმად–ხანი გაბრუნებასაც კი აპირებდა, მაგრამ მოღალატეებმა მისი ელჩი ნარიყალას ციხიდან გააპარეს და შაჰს შეატყობინეს, რომ ერეკლეს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. მართლაც რომ საბედისწერო გამოდგა ეს ღალატი. თბილისიდან გასული მტერი უკან დაბრუნდა და თავისი რიცხოვანი უპირატესობით გულმოცემული, წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას.

11 სექტემბერს განახლდა ბრძოლა. 5 ათასმა ქართველმა სამკვდრო–სასიცოცხლო ომი გაუმართა 35 ათას ირანელს. ეს ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული ბრძოლა იყო საქართველოს ოსტორიაში. სპარსელები ისე სწრაფად მოადგნენ თბილისს, რომ ერეკლემ ჯარის შეგროვება ვერ შეძლო და უმრავლესობას მოხალისეები შეადგენდნენ. მათ შორის იყო ერთი რაზმი, რომელიც შედგებოდა 300 ფშავ–ხევსურისა და არაგველი გლეხისგან. მათ ბრძოლის წინ შეჰფიცეს ერთმანეთს: „თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე ან სიკვდილი ბრძოლის ველზე“–ო. ეს ფიცი მათ პირნათლად შეარულეს. მეწინავეებად ჩავიდნენ ბრძოლის ველზე და ვაჟკაცურად ეკვეთნენ მტერს. ცოცხალი კედელი აღმართეს თბილისის კართან და მეფე ტყვეობას გადაარჩინეს, თუმცა სამასივე გმირულად დაიღუპა.

მართლაც, რა არის გმირობა? კრწანისის ომი ხომ დიდი მარცხი იყო, რომელმაც რეალურად ჩვენი ქვეყნისა და მეფე ერეკლეს ბედი გადაწყვიტა. მაშ რა მნიშვნელობა ჰქონდა რიცხვმრავალ მტერთან ბრძოლასა და თავგანწირვას? აღა–მაჰმად ხანმა ხომ მაინც თავისი გაიტანა და თბილისი აიღო?
300 არაგველის ბრძოლის ველზე ყოფნა მაშინ, როცა უფლისწულები და ერისთავები განზე გადგნენ, მაშინ, როცა წლებით დამძიმებული „პატარა კახი“ ვეღარ გულოვნობდა, თუმცა მაინც იძლეოდა მამაცობის ბრწყინვალე მაგალითს და რომ არა შვილიშვილები, მტერს შეაკლავდა თავს, უკვე გმირობა იყო, იმ ისრების კონა იყო, ქართულ ზღაპარში მამამ შვილებს რომ მისცა გადასატეხად, მაგრამ ვერ გატეხეს, მეტიც, ძვრა ვერ უყვეს.
„ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა,
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!“
ლადო ასათიანის ეს სტრიქონები ახსენდება თითოეულ ჩვენგანს, როცა 300 არაგველის მემორიალს შევყურებთ. ბრძოლიდან 100 წელი იყო გასული, რომ წმინდანად შერაცხულმა კათოლიკოს–პატრიარქმა კირიონმა აღნიშნა გმირულად დაღუპული 300 არაგველის ხსოვნა და იქ მდებარე წმიდა ნიკოლოზის ტაძარში საგანგებო წირვა აღავლინა, ხოლო შემდეგ თბილისის სამღვდელოებამ ფართო საზოგადოებასთან ერთად კრწანისის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირთა სულის საოხად დიდი პანაშვიდი გადაიხადა. ქართველმა მამულიშვილებმა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ეს დღე უდიდეს ეროვნულ დღესასწაულად გადააქციეს. „ამ წმინდა ადგილზე ჩვენ უნდა დავდგათ მუდმივად ანთებული კანდელები, რათა ყოველმა გამვლელმა გაიხსენოს 300 არაგველი და ის გმირები, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისთვის დაიღუპნენ",– ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა წარმოთქვა უკვე 2008 წელს, როცა 300 არაგველი საქართველოს ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა, როცა ჩვენი მხედრული, საგმირო ისტორიის დღესასწაული დაწესდა და ტრადიციად დამკვიდრდა. მაინც რა არის გმირობა? ალბათ მარადისობაში გადასული სიდიადე იმ ადამიანებისა, რომლებიც თავს სწირავენ უკვდავებაზე უფრო მარადიულს - უფლის რწმენასა და სამშობლოს.

Wednesday, September 21, 2011

ამაყო გუდამაყრელო

ამაყო გუდამაყრელო რად რად მოგიწყენია?                გუდამაყრის ბუნება                  

პირიმზეობააა!

პირიმზე(სალოცავი)  პირიმზეობას(თორღვა  ბექაური და ხატია ბექაური)ეს იყო ყველაზე მაგარი დღე რაც შეიძლებოდა ყოფილიყო შევიკრიბეთ ყველა ბექაური გუდამაყარში პირიმზეობას და გავმართეთ ლხინი მოგეხსენებათ ყოველ პირიმზეობას ხალი მიდის სალოცავში და    საკლავებს კლავს. თითეულ ადამიანს მადლი ჰყვება აქედან რომ მიდის უდიდესი დღესასწაულია პირიმზეობა...........
                      ფანდურა ბექაური                                       
      ესეც ფანდურა ბექაური პირიმზეობას კარგი დრო ვატარეთ ჩემ ძმებთან ერთად ტანში ჟრუანტელი მივლის ხოლმე რომ გამახსენდება ის დღე როცა ჩემს ბიძაშვილებთან ერთად ვმღეროდი ვადიდებდი უფალს და ჩვენს გვარს, ამაზე დიდი ბედნიერება რა გინდა ადამიანს.
                                                        ეს არის პირიმზეობას ბექაურების მიერ შეწირული საკლავი ამ ადგილას ხევისბერი ლოცავს ბექაურების საგვარეულოს!!!!!!!!! დიდებული დღესასწაულია პირიმზეობააა! აქ იყო შეკრებილი 200-მდე ბექაური ბექაურები ამრავლოს ღმერთმა არაფერი ჯობია იმას შენს სისხლსა და ხორცს რომ ხედავ უდიდესი საჩუქარია უფლისგან. ---------------------------------------------

ვაგრძელებთ ბუნების დათვალიერებას!

                                                             შავი არაგვის ხეობა!
                                                    ნისლში ჩაფლულა კლდე!
უუუუკკკკკკოოოომმმმმმეეეეეენნნნნტტტტააააააარრროოთ!!
                                                          ამწვანებულა მთები!
                                                         გუდამაყარიიი!
                                                        გაყინული არაგვიი!
                                    ნისლის გარეშე არ არსებობს მთები!
                                   თუ არ ვცდები ეს არის დიდებაანი!
                                                  აი ეს მესმიისსსსსსსსს!!!
დატკბით გუდამაყრის ბუნებით სანამ ახალს შემოვამატებ მის სილამაზეს ამაზე ლამაზი ადამიანმა რა უნდა ნახოს?!!! 
 
ვლადიმერ ბექაური                                            ეს ძეგლი არის გუდამაყარში დადგმული ვლადიმერ ბექაურის საპატივცემულოდ მის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს ქვემოთ წაიკითხავთ............................................
                                                                                                                                                                                                                      ვლადიმერ ბექაური                                              ვლადიმერ ივანეს ძე ბექაური (დ. 27 დეკემბერი, 1882, სოფ. კიტოზი, ახლანდელი დუშეთის რაიონი ― გ. 8 თებერვალი, 1938), ქართველი გამომგონებელი, რევოლუციონერი-ორგანიზატორი.1903 წელს დაამთავრა თბილისის მიხეილის რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი. 1905 წელს მონაწილეობდა ხაშურის საორთქლმავლო დეპოს რევოლუციურ გამოსვლებში, რის გამოც იდევნებოდა პოლიციისაგან. 1907 წელს საცხოვრებლად გადავიდა ციმბირში, შემდეგ კი პეტერბურგში. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი მთელი რიგი გამოგონებები, მ. შ. აღსანიშნავია - ავტომატური დამცავი სიგნალიზაციის ხერხი, რომლის პატენტი შეისყიდეს გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და იაპონიაში. 1921 წლის 15 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით და პირადად ვ. ი. ლენინის მიერ ხელმოწერილი მანდატით შეიქმნა "განსაკუთრებული ტექნიკური ბიურო" ბექაურის ხელმძღვანელობით. ბიუროს სამუშაოთა თემატიკა ეხებოდა ნაღმების ტორპედოების წარმოებას, წყალქვეშა ცურვას, კავშირგაბმულობას, საპარაშუტო ტექნიკისა და სხვა დარგებს. აქ ამუშავებდნენ აგრეთვე ტორპედოებს წყალქვეშა ნავებისათვის, განსაკუთრებულ ფუგასებს, რადიოს საშუალებით მართულ კატარღბს და სხვა. ბექაურმა გამოიგონა აპარატურა საჰაერო-სადესანტო ოპერაციათა ტექნიკის უზრუნველყოფისათვის. დიდი ღვაწლი მიუძღვის რადიოტექნიკის დარგშიც, სადაც მისი პირადი ხელმძღვანელობით დამუშავდა არაერთი ორიგინალური კონსტრუქცია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია. 

გუდამაყრის ბუნებააა

მოგესალმებით ყველას ეს ბლოგი ახალი შექმნილია ამიტომ ბოდიშს გიხდით მწირი იმფორმაციისთვის მაგრამ არაუშავს ნელნელა ბლოგი აღდგებააა მე კი მჭირდება თქვენი მხარდაჭერა როგორც სათაური წაიკითხეთ ეს ბლოგი ეხება  ულამაზეს მხარეს- გუდამაყარს ახლა კი დატკბით მისი ბუნებით.........................
    ეს არის გუდამაყრის ერთერთი მაღალი მწვერვალიიი ზამთარში თუ არ ვცდებიი :)
 ეს არის გუდამაყრის ხეობააა შავი არაგვი მოედინება ქვემოთ........................................
აქ მახსენდება ვაჟა ფშაველას პოემა ("ალუდა ქეთელაური") სადაც ვაჟა ახწერს ბუნებასს
                                       
                                                               მზემ აიწია ცაზედა,                                                                           ნისლებმ დაწირეს ხევები;                                                               მისჯარებიან ცის კიდეს                                      კავკასიონის დევები.
ეს არის თეთრი არაგვი ეს არაგვი ჩანჩქერით ჩამოედინება და უერთდება შავ არაგვს თუ არ ვცდები ამ ადგილს ღელევანას უწოდებენ............................. 
შავი არაგვი 
გუდამაყრის კლდეები
არაგვი
ულამაზესი ადგილია
გამსი
თოვლის ქურქი ჯერ მთებს არ მოუხსნიათ :)
რა ლამაზიააა არაგვიიი!!!
როგორ სიამაყით გადმოჰყურებს არაგვს მთა!
მიუწდომელია შენი სილამაზეეე!
გუდამაყრელი მწყემსი.
რა გინდა ნახო ამაზე ლამაზიიი? 
არ გავცვლი სალსა კლდეებსა,სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!
უკომენტაროთ!!!
ერთერთი მაღალი კლდეე!
კიდევ განახებთ შემდეგ პოსტში გუდამაყრის სილამაზეს!!!