inglish language translate

перевести на русском языке

Powered By Blogger

Sunday, September 25, 2011

ლექსების მოკლე ჩანახატი გუდამაყარზე და სხვაა!

                        გუდამაყარი                         
რა ლამაზი ხარ მთის გულო,გუდამაყარო ტიალო,
მაღლითკე ნისლში აწვდილო,მთებიანო და ტყიანო
დილით ნამიან ბალახო,სიცივე ბარაქიანო
ამღერებულო არაგვო,ქვებიანო და კლდიანო.
ზემოთ არწივი ნავარდობს,ხევ-ხუვებს გაივლიანო
გადაჩრდილავენ მიდამოს,ბოდიშსაც არ იხდიანო.
მაღლა ცხვარ ძროხა შეფენილთ ქვებსაც კი ჩამაჰყრიანო,
დედა დასტირის თავის შვილს ქვები გულ-მკერდზე რბიანო!!!


                                                                 ავტორი:თორღვა ბექაური                                                                           შთამომავლობა!                                                               თუ კი არა ვარ მთის კალთის შვილი,
ქარაფზე არ ხტის ჩემი ლაბადა,
მაშ სულში როგორ ამღერდა ქნარი
როგორ აყვავდა არაგვზედ დეკა.
ალბათ სურვილმა გრძნობის მორევში,
რომ გახვეულა მაღლა მთაზედა
სულ ზევით ზევით ასწვდა ცის კიდეს
და დააკვნესა ჩანგი ტანზედა
მთებში არა სჩანს ჩემი ნაბიჯი
უფალმა მომცა ამის უფლება,
გაჰკივის გონი, მისწვდეს იქნება
და გააგონოს ჩემი ვედრება.
და მე არა ვარ მთის კალთის შვილი 
იქნებ სურვილი ისმინოს ღმერთმა?
დააბიჯებენ ლოცავენ ჯვრისას
ნაღდი შვილები ტკეპნიან მიწას. 

                             ავტორი: მადონა ხაჩიძე
ფანდური 
 მთას მთურად უხსნის გაგონილს,
ცაც არწივს არსად არ უშვებს
არც ქალის ნაწნავს დასტოვებს,
არც არაგვს არ დაადუმებს.
იმღერე მოდი იმღერე
ლექსებად თქმული წადილი
იქნება სხვებმაც გაიგონ
და მოიშორონ ქადილი.
მაგრამ ჩამაიჰკარ, ჩამაიჰკარ,
გულის სიმებიც აშალე
არ დაიშურო სიტყვები
დარდი სულ სხვაგან გაშალე.

                       ავტორი:მადონა ხაჩიძე 
გუდამაყარიგადაუქროლა მაყრიონმა არაგვის ჭალებს

მიწყდა სიმღერა,გზაზე მხოლოდ ნამქერი წივის...

და მაგონდება ამ ჭალების ქარბუქში მწარედ

გუდამაყარი... შემოდგომა ....შენი ქორწილი

ჩემო ლამაზო,ნეტავ ახლა მაინც სადა ხარ?

ვისი ერდოდან ამოაფრენ ამაყ არწივებს?-

ასი წლის შემდეგ დამიბრუნებს შენი დანახვა

ჩემი ბავშვობის სიყვარულსა და სიყმაწვილეს.

მე ისევ გსახავ გაზაფხულის პირიმზესავით

არ მავიწყდება მაყრიონის ცხენთა ჭენება,-

ზათქით,ზრიალით მოვარდება მთებიდან ზვავი

და ბურსაჭირის ვიწროებში ჩაიჭედება.

შენ კი სადა ხარ? შენზე პიქრობს შენი მაყარი,

შენმა მაყარმაც შეიყვარა გუდამაყარი.
 

                                      ავტორი: ალექსანდრე გომიაშვილი  
არაგვზე
ძუძუს მიგიგენ, არაგვო,

მახელებ თეთრით, შავითა,

გზა სამეუფოდ” მოუდის

შუაში ლუკას ფშავისა.

სამთა არაგვთა ძმობა სთქვეს,

მათ სამობისა სადარი,

მომეც, ადგილის დედაო,

ლექსი ამ მიწის საკადრი.

მომაწოვინე მიწის რძე,

გადამიხსენი ძარღვიო,

ლექსის გამხადე ძუძუმტე,

დამნათლე სიტყვის მადლიო.

მიმაახლოვე ნატერფალს,

ზედამც შევახო ტუჩიო,

გუდამაყრისკენ ავრეკო

სიტყვები ჩემი ურჩიო,

მთისა ძუძუი ვაწოვო,

რძე დავადინო კერტსაო,

ამ ჩემი მთიელობისთვის

მადლს ვწირავ მაღალ ღმერთსაო.

გუდამაყრელო
მთაში არწივი ნავარდობს
ცაში ღრუბელნი ჰფენია
ჩანჩქერთა კლდე-ჭიუხებში და
ესოდენ მოულხენია

არაგვო შენსა კალთებსა
კლდენი ლოდები ჰფენია
ამაყო გუდამაყრელო და
რადა რად მოგიწყენია

რად ჩამახველ ბარადა
მთაში სუნთქვაა შენია
ვადაჯვრიანი მახვილი და
ომში არ მოგიწყენია

საქმენი სავაჟკაცონი
მთას მოუთმნლად გელიან
უნდა დასტოვო სიცოხლე და
მოგიხმობს არაგველია

სამასმეერთე იქნები
პირზე ღიმილის მფენია
მამულს ანაცვლო სიცოცხლე და
ჩვეულებაა შენია

იას საფლავზე ნაზარდსა
ცრემლი ცვარ-ნამად სდენია
დაგიტირებენ სწორები და
არწივი ანაფრენია

ამაყო გუდამაყრელო და
                                რადა რად მოგიწყენია!                                                                                          
 
       ავტორი:დეკანოზი მამა თავმასი (ჩოხელი)
ეს არის ჩემი საყვარელი ვიდეოოო ამ მთების შვილი ვარ...                                                                   გუდამაყარი(მთის ხმაზე)
მოთოვდა იქათ...
ამბობს ბაბო და დამშრალ თოლებს,
მალ-მალე იწმენდს,
ამინდს უდის თოვლის სურნელი,
ფიფქებმა, ალბათ ცირასები სულ თეთრად მორთეს,
საჯიხვეს ისევ მხრებით დააქვს ნისლის სურები.
დათვივით ლოკენ ცერა თათზე შემომჯდარ ზამთარს,
ბარისკენ ცქერით დამღაულნი დგანან ქოხები,
ქვენამთა თვეებს ფერდობებზე ნიავით ართავს,
შავი არაგვი თეთრს მოხელავს მაინც მოხელვით.
ძნელია, გულზე აჩენილი დარდი აჰყარო
მთას, მარტოობას რომ ავედრებს ჩოხის პირიმზეს,
მოხუცს თუ მოჰგავს ახლა ჩემი გუდამაყარი,
კერის პირას რომ ჩამოჯდება საღამოს პირზე.
კიდევ შემოგთავაზებთ ბევრ ლექსს თუ რა თქმა უნდა გესიამოვნებათ!!! 

                      ამაზე ლამაზი ადამიანმა რა უნდა ნახოს                                   გუდამაყრელებოოოო თქვენ გენაცვალეთ!!!                                                                               
      
                              

2 comments:

  1. ძალიან მესიამოვნა მე პირადად ძალიან სასიამოვნო იყო 😻😻😻თუ შეიძლება კიდე რომ დადოთ გუდამაყარში ლექსები 😻😻😻

    ReplyDelete